,,ოცნებიდან“ წასულებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ

19 აპრილი 2021, 12:07 724 ნახვა

"ოცნებიდან" წასულებს პარლამენტში საკომიტეტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ, სწორედ კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელებენ საპროცედურო საკითხთა კომიტეტში. ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან" გიორგი გახარიას გუნდის ექვსი დეპუტატი გავიდა, ამის გამო კი კი რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტი ვალდებულია ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით მოქმედი კანონმდებლებისთვის კვოტების მიცემაზე იმსჯელოს. "რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის წევრი, რომელიც ტოვებს ფრაქციას, ის ტოვებს იმ კომიტეტის წევრობასაც, სადაც ის ფრაქცია "ქართული ოცნების" კვოტითაა გაწევრიანებული. შესაბამისად, თუ არ არის კომიტეტის წევრი, ვეღარ იქნება საპარლამენტო თანამდებობის პირი კომიტეტზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში