პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავა

26 აპრილი 2021, 15:20 656 ნახვა

პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ის გლდანის N8-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელია. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული პატიმრებს ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პროკურატურის ცნობითვე, დაკავებულის მხრიდან პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანა და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსება ხდებოდა, სადაც ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება ხდებოდა. ამასთან, პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ადგილი ჰქონდა მათ მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობის მუქარას. სასჯელი ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი