მოსამართლემ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული პირები პატიმრობაში დატოვა

29 აპრილი 2021, 14:17 769 ნახვა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

უფლებადამცველებმა გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარაშვილის თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს.

მომდევნო პროცესზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს სასამართლოსთან მომღერალი გია გაჩეჩილაძე მივიდა და ხელმოწერები მიიტანა. ის ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვდა. 

სხდომას არ ესწრებოდა ვახო სანაია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში