ქობულეთის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობა

19 მაისი 2021, 14:34 1205 ნახვა

კორუფციაში ადანაშაულებს ქობულეთის მერიას ოპოზიცია. საკრებულოს დეპუტატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ გადასახადების გადამხდელებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გარიგებაში შედიან, ჯარიმის სანაცვლოდ იღებენ  ქრთამს, რის გამოც როგორც სოლომონ ბაჯელიძე  ირწმუნება,  კლების დინამიკაა ბიუჯეტში შემოსულობების მხრივ. 

მას  ეჭვებს,  როგორც ამბობს, უმყარებს აუდიტის სამსახურის 2018-19 წლების დასკვნები, რომლებშიც მისი თქმით, მოსაკრებლის მონაცემები ზრდის ნაცვლად  აღნიშნულ პერიოდებში იკლებს.

ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს და ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში