უარი ნაფიც მსაჯულებს და 9 წლიანი პატიმრობა

19 მაისი 2021, 18:28 1305 ნახვა

9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავებოდა. ბრალდებულმა საქმის არსებითად განხილვამდე ნაფიცმსაჯულთა ჩართვა მოითხოვა. თუმცა მაშინ, როდესაც  სასამართლოს 11 ნაფიცი უკვე შერჩეული  ჰყავდა,  ბრალდებულმა  ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზეც და ადვოკატზეც  უარი  განაცხადა. მის ინტერსებს სასამართლოზე საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის საქმეს ნაფიცები განიხილავდნენ, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა ბათუმის სასამართლოს ისტორიაში,  როდესაც ვერდიქტს ნაფიცები გამოიტანდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში