წყლის პრობლემა მახოში

29 მაისი 2021, 12:12 1053 ნახვა

სოფელ მახოში მცხოვრებ 10 ოჯახს წყალი მცირე რაოდენობით  ზოგჯერ კი  საერთოდ არ მიეწოდება.  როგორც ყვებიან წყლის სისტემის ახალ ქსელი არსებობს, თუმცა ვერ სარგებლობენ. პრობლემა კი განსაკუთრებით ტემპერატურის მატებასთან ერთად აწუხებთ.

პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში და უწყლობას გვალვებს უკავშირებენ.   მერის მოადგილის ინფორმაციით პრობლემის მოგვარების მიზნით მერია მახოს მიმართულებით 2 პროექტს ახორციელებს, თითოეულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 580 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით დაგეგმილია სიმონეთის მდინარიდან მახოს მიმართულებით წყალარინების სისტემის მოწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში