„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა ხულოში

01 ივნისი 2021, 13:33 1107 ნახვა

ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს ხულოში სოფელ ქედლებში მცხოვრები 13 ოჯახი. შესაბამისი მოთხოვნით წერილი უკვე შეიტანეს მერიაში, თუმცა უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ გზა, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობენ საფრთხის შემცველია.

ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი კახა დეკანაძეც. საკითხზე ხულოს მერიაში კომენტარს მოგვიანებით დაგვპირდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში