ბადრი ჯაფარიძე: მუქარის წერილი გახარიამ პირადად გადმომცა

03 ივნისი 2021, 15:06 1286 ნახვა

ბადრი ჯაფარიძის ახალი განცხადება მუქარის წერილზე. ლელოს ლიდერმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2018 წელს გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად გადასცა. 

რა ვითარებაში მოხდა ექსპრემიერსა და ლელოს ლიდერს შორის შეხვედრა, ამაზე ბადრი ჯაფარიძე არ საუბრობს და ამბობს, რომ დეტალები გამოძიების დასადგენია.

გახარიას გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ მათი ლიდერი წარსულზე ჭორაობას არ აპირებს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში