პარლამენტში ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდება

07 ივნისი 2021, 10:09 730 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ორი ოპოზიციური ფრაქციისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.

კომიტეტი ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია“ რეგისტრაციაზე იმსჯელებს. ფრაქცია 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.  მეორე 7 წევრიანი ფრაქცია კი “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფია“, სადაც ერთიანდებიან “სტრატეგია აღმაშენებელის“ სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. 

პარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფი - “ევროპელი სოციალისტები“ რეგისტრირდება. 4-კაციანი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ფრიდონ ინჯია იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში