ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვედრებს მართავს

07 ივნისი 2021, 18:23 773 ნახვა

მანამდე ფილიპ რიკერი თავდაცვის მინისტრი შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები განიხილეს. მინისტრმა კი  ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში