საპროტესტო აქცია ბობოყვათში

08 ივნისი 2021, 20:20 1072 ნახვა

ბობოყვათში აუქციონზე გატანილ 30-მდე ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 150-მდე ოჯახი აცხადებს. დღეს მათ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსვლელობა მოაწყვეს და განაცხადეს, რომ ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი, მათი საკუთრებაა და საუკუნეების განმავლობაში მათი წინაპრები ფლობდნენ, რასაც არქივიდან გამოტანილი დოკუმენტებით ამტკიცებენ. მათი თქმით, მიწის ნაკვეთები სარგებლობაში 2008 წლამდე ჰქონდათ და საკუთრების აღიარების დაპირებას სხვადასხვა ხელისუფლების დროს იღებდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

მათ მოთხოვნას წერილობით უპასუხეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სადაც განმარტებულია, რომ ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და მისი განკარგვაც შესაბამისი კანონის საფუძველზე ხორციელდება. აუქციონის შედეგად კი 250 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი