ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

11 ივნისი 2021, 18:27 869 ნახვა

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში ფინანსთა მინისტრს უსმენენ. უწყების ხელმძღვანელმა ეკონიმიკის სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. განაცხადა, რომ 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110 პროცენტი შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე. მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღგ-ის დაბრუნების სისტემის ჯერ გამარტივება. აღნიშნა, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტზე და მთავრობის ვალზე. თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენ მიერ ევრობონდების გამოშვებით. მოხსნების დასრულების შმდეგ მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში