"თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად'' - დავით ზალკალიანი

29 ივლისი 2021, 12:08 267 ნახვა

"თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად", - ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტების კითხვებს ''ქართული ოცნების'' მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ.

დავით ზალკალიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ აუხსნიდა მმართველი გუნდი დასავლელ პარტნიორებს ამ გადაწყვეტილებას. 

''ყველაფერი კარგად იქნება ახსნილი. არანაირი რუსული სცენარი არ არის“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გუშინ გამოაცხადა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში