პროგრამის ''100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს'' ფარგლებში, საპრივატიზაციოდ გამოტანილია 90 მილიონზე მეტი ღირებულების პაკეტი - თურნავა 

09 აგვისტო 2021, 13:07 936 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საპრივატიზაციოდ გამოტანილია 90 მილიონი ლარის ღირებულების ქონება. 

ნათია თურნავას თქმით, მათ შორის არის გაჩერებული სახელმწიფო საწარმოები და მიწის ნაკვეთები.

„კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, ინვესტორების კეთილგანწყობა და ნდობა გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ პრივატიზაციის პროცესი. პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ინვესტორებს დღეს უკვე შევთავაზეთ ქონებების მთელი რიგი. ესაა, ჯამში, 90 მილიონზე მეტი ღირებულების პაკეტი. აქაა როგორც მიწები, ისე ქონებები და ასევე რამდენიმე გაჩერებული სახელმწიფო საწარმოს წილები.

ჩვენ ძალიან მაღალი ტემპით ვახორციელებთ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას. მთავარია ამოცანაა, რომ ყველაფერი, რაც დღემდე გაჩერებულია, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს, დოვლათი შექმნას და ადამიანები დაასაქმოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, კერძო სექტორს 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს.  გასაყიდ ქონებებს შორის, 89 ობიექტი 25-50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში