ბრიფინგი ,,საქართველოსთვის“ ოფისში

23 აგვისტო 2021, 11:53 948 ნახვა

პარტიები 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობენ. პარალელურად ეწყობა ბრიფინგები. დღეს პარტიამ „საქართველოსთვის'' ხელისუფლება კანდიდატებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

ირაკლი მიქელაძის  განცხადებით,  მათ წევრებზე ხორციელდება დაშინება, იგი საუბრობს მოსყიდვის ფაქტებზეც.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მოტყუებით მოსული პარტია ქართულ პოლიტიკაში ვერასოდეს დაიმკვიდრებს ადგილს.

ტიტე აროშიძის თქმით, ხელისუფლებას არანაირი შემხებლობა გახარიას პარტიასთან არ გააჩნია.

მისივე განცხადებით,  2 ოქტომბერს გამოჩნდება თუ რამდენ პროცენტს აიღებენ ისინი, მანამ კი იმასაც ვნახავთ, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს აღნიშნულ პარტიას არჩევნებამდე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში