ბიზნეს-გათვლები ჩხავერის რთველის წინ ქედაში

15 სექტემბერი 2021, 19:52 355 ნახვა

რთველი 2021-ის ფარგლებში ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის. კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც. რთველისთვის აქტიურად ემზადებიან ყურძნის მოსავლით განთქმულ ქედაში. ყურძნის მოკრეფამდე ფერმერებს ხარჯიც ბევრი აქვთ, რასაც, როგორც ამბობენ, იმით იმსუბუქებენ, რომ მოსავალს თავად კრეფენ და მუშახელს არ იქირავებენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი