გიორგი გახარიას მხარდამჭერთა ჯგუფი ბალერინა მაკა მახარაძემ დატოვა

16 სექტემბერი 2021, 11:59 1323 ნახვა

გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერთა ჯგუფი, ცნობილმა ბალერინამ მაკა მახარაძემ დატოვა.

მისივე განცხადებით, პოლიტიკა მისი საქმე არ არის.

"არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას და არც გავეკარები არავითარ შემთხვევაში. არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია"- ამბობს მაკა მახარაძე.

იგი პარტია "საქართველოსთვის" ამომრჩეველთა ჯგუფს 4 დღის წინ შეუერთდა და გიორგი გახარიას მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში