ის ძალიან მძიმე კამპანია, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ - პრემიერი

16 სექტემბერი 2021, 15:05 667 ნახვა

არჩევნები ძალიან მალე დასრულდება, მთელი ეს ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის, დიპლომატების წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ ერთ, პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება და გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ - განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები მას 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო ქვეყნის იმიჯი და ინტერესები"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა დადგინდეს ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმნედა თუ არაა.

"ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს ამის მოსმენის საშუალება, ასე რომ უნდა გავერკვიოთ. სუს-ი აღკვეთავს, გამოძიებაც დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ მძიმე ფაბრიკაციების უკან დგას ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში