აქცია ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით

19 სექტემბერი 2021, 15:25 707 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია "დროას" დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.აქციის მონაწილეები ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, ღარიბაშვილის სახელზე განცხადება 2 თვის წინ შეიტანეს, თუმცა გამოხმაურება არ ყოფილა.

ირაკლი ბებუას დედის, ინფორმაციით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ერთადერთი მოთხოვნა მისი ირაკლის გათავისუფლებაა.ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი