მე რა შუაში ვარ? ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე - გრიგოლ ლილუაშვილი

27 სექტემბერი 2021, 11:15 1384 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განცხადებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, საქმის მსვლელობის პროცესში სუს-ის თანამშრომლებიც იკითხებიან.

"ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. მე რა შუაში ვარ?! - მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, განიკითხებიო ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე," - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე: რატომ უსმენენ სასულიერო პირებს, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ “სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის.

„დაელოდეთ, ყურადღებით იყავით, გამოძიების შედეგები იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში