სოფლად მცხოვრები ქალის დღე

15 ოქტომბერი 2021, 20:42 877 ნახვა

15 ოქტომბერი, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და მოუწოდებს ღირსეულად დააფასოს ისინი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალურისოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან. სოფლად მცხოვრები ქალების გარკვეული ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება. „მთავარის“ გადამღები ჯგუფი, ქობულეთში ჩოლოქის მეურნეობაში მცხოვრებ ქალებს ესტუმრა, ამ დღის შესახებაც პირველად სოწრედ ჩვენგან შეიტყვეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში