საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ვაქცინაციის ცნობის და PCR ტესტის წარდგენა აუცილებელია

20 ოქტომბერი 2021, 13:01 854 ნახვა

დღეს 16:00 საათზე ბათუმი არენა გულშემატკივრებისთვის გაიღება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე  მაყურებლის  33% დაესწრება.  

ჩემპიონატის მთავარი შეხვედრა დინამო ბათუმსა და თბილისის დინამოს შორის 18:30 საათზე დაიწყება. ბათუმელები სატურნირო ცხრილს 63 ქულით ლიდერობენ და თბილისელ თანაკლუბელებს 7 ქულით უსწრებენ.

გამარჯვების შემთხვევაში გეგუჩაძის გუნდი თბილისის დინამოსთან სხვაობას 10 ქულამდე გაზრდის და კიდევ უფრო მიუახლოვდება ჩემპიონობას, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის 31-წლიან ისტორიაში დღემდე ვერ შეძლო. მიმდინარე სეზონში ამ გუნდების წინა სამი დაუპირისპირებიდან სამივე ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.

ბათუმის დინამოს 29 ტურში მხოლოდ 2 მარცხი აქვს და ბოლოს 23 მაისს, ლოკომოტივთან წააგო. მას მერე კი 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მატჩს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც ეთერში არ გავა გადაცემა იმპულსი და მთავარი 8 საათზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში