გრიპის სეზონზე გრიპის ვაქცინა არ იშოვება

22 ოქტომბერი 2021, 20:12 1240 ნახვა
00:00
00:00

პანდემიასთნ თანხვედრის გამო განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. როგორც მედიკოსები ამბობენ, გრიპისა და მწვავე რესპირატორული სინდრომის სიმპტომები მსგავსია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი შეამცირებს გრიპით ავადობის გამო ექიმთან ვიზიტს და ცხადია, შეამცირებს ორივე ვირუსით ერთდროული ინფიცირების რისკს. შემოდგომიდან სეზონური ვირუსებით ინფიცირების პერიოდი იწყება, პირბადის გამოყენება და რეგულაციების დაცვა კი ახლა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი