ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის მეორე ეტაპი

18 ნოემბერი 2025, 11:45 98 ნახვა

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის მეორე ეტაპი - მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს, სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ გაიაფდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, პარალელურად, მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება. რეფორმა ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების პრევენციას ისახავს მიზნად, ამასთანავე, უზრუნველყოფს პრეპარატების ხელმისაწვდომობას, იმ პირებისთვის, ვინც მათ რეალურად საჭიროებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში