რთული ეპიდვითარება - კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა

03 ნოემბერი 2021, 14:07 769 ნახვა

დღეს მოსახლეობას კორონისგან კორონა-გენოციდი ემუქრება - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ძალიან საგანგაშოა და თუ არსებული ეპიდსიტუაცია ასე გაგრძელდა, შესაძლოა ინფიცირებულთა მასშტაბმა 7 ათასსაც გადააჭარბოს და ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს.

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა.

6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ეს მაჩვენებელი ბოლო 3 თვის პიკია.

ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებელმა კი 10 პროცენტს გადააჭარბა. მაღალი სტატისტიკის მიზეზად ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის თითქმის შეჩერებულ ტემპს ასახელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში