ბაქოს გრანდ-სლემი ძიუდოში

05 ნოემბერი 2021, 20:05 1104 ნახვა

ძიუდოში ბაქოს გრანდ-სლემის პირველ ჯაბა პაპინაშვილმა უკრაინელი, აზერბაიჯანელი და მონღოლი ძიუდოისტების ძლევის შემდეგ ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ალბერტ ოგუზოვი ვაზარით დაამარცხა და ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი კი რეპეშაჟიდან გამოეთიშა ასპარეზობას. ხვალ ბაქოს ტატამზე ჯუმბერ მელაძე, გიგა გიგაური და თორნიკე ფოლადაშვილი იჭიდავებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში