სარაგბო კლუბმა “ბათუმი” აკადემია დაამარცხა

20 ნოემბერი 2021, 13:34 205 ნახვა

დიდი ათის მეშვიდე ტურში ბათუმის სარაგბო კლუბი  თბილისში აკადემიას სტუმრობდა და 23:17 დაამარცხა. ბათუმელთაგან ლელოები ჯინჭველაშვილმა და ძნელაძემ გაიტანეს.

ნინიძემ კი ორ გადასახვას სამი ჯარიმა დაუმატა და შეხვედრაც მისი გუნდის სასარგებლოდ დაასრულა. მერვე ტურის წინ ბათუმი სატურნირო ცხრილს 28 ქულით ლიდერობს. მომდევნო ტურში ბათუმელი მორაგბეები ყაზბეგს ესტუმრებიან, რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში