საქართველოს ნაკრების მატჩი

11 ნოემბერი 2021, 20:08 1071 ნახვა

რამდენიმე წუთი რჩება მატჩამდე, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სატურნირო ცხრილში საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო შეხვედრაა და მართალია არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველად, ბათუმის სტადიონზე ჯვაროსნები მეტოქეს გულშემატკივრის თანხლებით დაუხვდებიან. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 4 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა.

რაც შეეხება მეტოქეს, შვედეთის ნაკრებს, იანე ანდერსონის შეგირდები 15 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან და სამი ქულა აუცილებლად სჭირდებათ, რათა ესპანეთთან უპირატესობა შეინარჩუნოს, რომელსაც 13 ქულა აქვს და ბოლო მატჩი სწორედ შვედებთან ელით. შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების როგორც პირველი, ასევე ბოლო მეტოქე შვედეთის ნაკრებია. პირველი შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად 0:1 დამარცხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში