შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეული დასრულდა

11 დეკემბერი 2016, 00:00 3008 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეული გუშინ დასრულდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა: ,,ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა“ და ''კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგინეს მიმდინარე წელს განხორციელებული სპორტულ-კულტურული აქტივობებისა და სოციალური ვიდეორგოლების პრეზენტაცია. წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა შშმ პირმა. პრეზენტაციაზე გამოფენილი იყო შშმ პირთა ნამუშევრები, მათ შორის  ტოტალურად უსინათლო მხატვრთა ტილოები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში საკონცერტო ნომრები წარმოადგინეს ეტლით მოსარგებლე და უსინათლო მომღერლებმა. საქართველოს ჰიმნი სმენის არმქონეებმა,  ჟესტურ ენაზე შეასრულეს. გაიმართა მომავალი წლის სოციალურ თემატიკაზე შექმნილი კატალოგი-კალენდრის პრეზენტაციაც.

ამავე კატეგორიაში