,, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" გრძელდება. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში გიგი პიანომენის კონცერტი გაიმართა.
მუსიკალურ საღამოზე პიანისტმა იმპროვიზაციები პოპულარულ ქართულ მუსიკალურ თემებზე შეასრულა. "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ - ასე ჰქვია კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში იმართება.
ბათუმის შემდეგ, კონცერტი ბორჯომში გადაინაცვლებს, სადაც მსმენელის განწყობაზე პიანისტი თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი , ირაკლი ევსტაფიშვილი, გიორგი ხაინდრავა იზრუნებენ.
,, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" დასკვნითი ნაწილი თბილისში 5 დეკემბერს გაიმართება. მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოლულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებაა.
საკონცერტო სერიების მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე