არ გახლავართ კოვიდინფიცირებული, არც კონტაქტი და არც თვითიზოლაციის ვალდებულება მაქვს - რაულ თავართქილაძე

26 ნოემბერი 2021, 10:39 1462 ნახვა

არ გახლავართ კოვიდინფიცირებული, არც კონტაქტი და არც თვითიზოლაციის ვალდებულება მაქვს - განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე ავრცელებს.

"კიდევ ერთი მანიპულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა TV პირველისგან. ეთერში გასული ინფორმაციით, თურმე კოვიდინფიცირებული ვყოფილვარ, რაც არის მტკნარი სიცრუე. ჩატარებული ტესტის თანახმად ვარ კოვიდუარყოფითი.

კოვიდინფიცირებულია ჩემი მეუღლე, რომელიც რამდენიმე დღეა იმყოფება კოვიდსასტუმროში. ქალაქში არ ყოფნის გამო, 12 დღეა მეუღლე რაც არ მინახია. ეს არის ამ მედიასაშუალების მორიგი ტყუილი, რისი დადასტურებაც ძალიან ადვილია, ჩემი მეუღლის სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით. რამდენად აქვს  უფლება მედიასაშუალებას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკოს და თანაც სიცრუე?!"- აცხადებს რაულ თავართქილაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი