"ფაიზერმა" "ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო

29 ნოემბერი 2021, 23:17 1073 ნახვა

ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერის" აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, "ფაიზერმა" "ომიკრონ“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ფაიზერის”კოვიდსაწინააღმდეგო აბები “ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

მისივე თქმით, "ფაიზერს" უკვე დაწყებული აქვს კვლევა, თუ რამდენად ებრძვის მათი უკვე არსებული ვაქცინა ვირუსის ახალ - სამხრეთ აფრიკულ შტამს. ასევე ამბობენ, რომ თუ "ფაიზერი" არსებული ვაქცინა ახალი შტამის წინააღმდეგ ვერ იმუშავებს, "ომიკრონის" შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის შექმნას 100 დღეში შეძლებენ.

"ჩვენ უკვე დავიწყეთ პარასკევიდან. უკვე გავაკეთეთ დნმ-ს მატრიცა, რომელიც არის ახალი ვაქცინის შემუშავების პროცესის პირველი ნაწილი. თუ არსებული ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდება, კომპანია 100 დღეში ვაქცინის განახლებულ ვერსიას შეიმუშავებს და მიწოდებისთვის მზად იქნება ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ შევძლებთ ვაქცინის მიღებას 100 დღეზე ნაკლებ პერიოდში“ , - განაცხადა ბურლამ ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში საუბრისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის ახალ შტამს შემაშფოთებელი უწოდა და მას სახელი "ომიკრონი“ მიანიჭა. წინასწარი მონაცემებით, "ომიკრონს" მრავალი მუტაცია ახასიათებს და ხელმეორედ დაინფიცირების მომეტებული რისკით ხასიათდება.

"ომიკრონი", თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ამ ეტაპზე კი უკვე 12-ზე მეტ სახელმწიფოში ფიქსირდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში