გაწმენდითი სამუშაოები სანაპირო ზოლში

02 დეკემბერი 2021, 11:58 510 ნახვა

უკვე მეორე დღეა აჭარაში უამინდობაა. ძლიერმა შტორმმა სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთზე ქვიშა და ქვაღორღი გამოიტანა.  

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი ღელვის შედეგად ბულვარის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მცირე ნაწილი დაზიანდა.

ამ დროისთვის აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ხვალ დღის მეორე ნახევრამდე სამუშაოები დასრულდება.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში