მელიას შეთავაზება გახარიას პარტიას

09 დეკემბერი 2021, 20:15 1401 ნახვა

პარტია „ლელო“ საქართველოსთვის ბათუმის საკრებულოში იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს გიორგი გახარიას პარტიასთან თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარს ირაკლი კუპრაძეს დაუჭერენ, საპასუხოდ კი „ლელო“ 5 მუნიციპალიტეტში ყოფილი პრემიერის პარტიის წევრს. „საქართველოსთვის“ პარტიაში უცხოა ინიციატივა, რადგან, როგორც ამბობენ, არც კონსულტაციები ყოფილა და აინტერესებთ საიდან აქვთ ამდენი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც თავად პარტიაში არ იციან.

„ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა  ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭირონ, თუმცა კონკრეტული პირობის სანაცვლოდ. პირობა ასეთია, რომ  წარმომადგენლობით ორგანოებში  ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, უნდა ეკავოს ოპოზიციას.

ნიკა მელია აცხადებს, რომ გახარიას პარტიასთან მათ არაფერი აქვთ საერთო, თუმცა რადგან ამომრჩეველმა  გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ოპოზიციური ერთობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში