თოვლი და პრობლემები ქობულეთში

24 დეკემბერი 2021, 14:51 1177 ნახვა

დიდთოვლობაა ქობულეთშიც.  მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. დიდთოვლობის გამო მოძრაობა  დროებით შეზღუდულია ქაქუთის, ზენითის, ჩაქვისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებთან. საავტომობილო გზების გასაწმენდად დღეს უკვე 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.  პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზეც. ზუსტად რა დრო დასჭირდება გზების სრულად გაწმენდას ჯერ ვერ ასახელებენ, რადგან სამუშაოები თავდაპირველად ცენტრალურ გზებზე მიმდინარეობს, შემდეგ კი მაღალი ზონის სოფლებში გადაინაცვლებს.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში