დევნილებისთვის ბინების გადაცემა

26 დეკემბერი 2021, 14:40 898 ნახვა

ეკატერინე ტიკარაძემ სამ წლიანი ანგარიშის პრეზენტაციის დროს ვრცელი თავი დაუთმო სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაწეული საქმიანობის მიმართულებით საუბარს და აღნიშნა რომ 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაიზარდა ფულადი დანამატი. ასევე კოვიდ 19-ის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლეში გაცემული დახმარებების კუთხითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თითქმის  800 მილიონი ლარი დაიხარჯა.  პრეზენტაციაზე იძულებით გადაადგილებულ და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება, თქვა , რომ ბოლო 2 წლის განმავლობასი სამინისტრომ 624  ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებლით უზრუნველყო.  ასევე 7 ათსამადე დევნილი ფართებით დააკმაყოფილა. მინისტრის რანგში ეკატერინე ტიკარაძე  ბოლოჯერ წარსდგა. მან გადადგომის შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა. პირველი იანვრიდან კი  ქვეყანას სავარაუდოდ, ახალი ჯანდაცვის მინისტრი ეყოლება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში