საია-ს განცხადება ლაშქარავას საქმეზე

08 იანვარი 2022, 12:20 656 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გაუგებარი და მიუღებელი ფორმით მოხდა.

ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ლაშქარავას ოჯახის ადვოკატებმა, მედიის მეშვეობით გაიგეს ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე მაშინ, როდესაც ერთ კვირაზე მეტია, რაც გამოძიებას შედეგები ჰქონდა.

ასევე აცხადებს, რომ  ლექსოს ცხედარი გაიტაცეს მაშინ, როდესაც ოჯახის ადვოკატები გზაში იყვნენ, როგორც აღნიშნავს მათთვის უცნობია  დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჩატარდა თუ არა რაიმე ტიპის მანიპულირება ცხედარზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში