რთული კოვიდვითარება - ხვალიდან სასწავლო პროცესი განახლდება

16 იანვარი 2022, 12:20 1119 ნახვა

კორონა ვირუსის 5 504  ახალი შემთხვევა ქვეყანაში.  ვირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.  ეს ბოლო დღე-ღამის  მონაცემებია. ბოლო 24 საათში  აჭარაში - 768 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აჭარის შემდეგ ყველაზე მეტი 3 222 შემთხვევა გამოვლინდა დედაქალაქში.

მზარდი სტატისკის ფონზე იზოლაციის და კარანტინის წესები იცვლება. აცრილ კონტაქტები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. კარანტინის დღეები კი 8 დღემდე მცირდება.

ხვალ კი სკოლებსა და ბაღებში არსებული რეგულაციებით სწავლა განახლდება. ბათუმის ბაღებში აცხადებენ, რომ მოსამსაზადებელი სამუშაოები გუშინ დაამთავრეს და ხვალიდან აღსაზრდელებს ელოდებიან. სკოლების მზადყოფნაზე საუბრობს საქართველოს განათლების სამინისტრო. მოსწავლეებს და მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა დასწრებული ან დისტანციური სწავლების რეჟიმი აირჩიონ. პირბადის ტარება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით კვლავ სავალდებულოა.

რაც შეეხება შეზღუდვებს. მოსწავლის ან მასწავლებლის ინფიცირების შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება.სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73 პროცენტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში