მწვანე პასპორტი გაუქმდა - ეპიდემიოლოგების შეფასება

01 თებერვალი 2022, 17:58 930 ნახვა

დღეიდან  არავაქცინირებული მოქალაქისთვის საქართველოში  ყველა  ბარიერი მოიხსნა.  მათ შორის კოვიდპასპორტებიც, რომელსაც  მსოფლიოს არაერთი ქვეყანა  ვაქცინაციის სტიმულირებისთვის და იმუნური ფენის შესაქმნელად  იყენებს.   

რესტორნებში, ფიტნესს დარბაზებში, სასტუმროებსა და კიდევ არაერთ დახურულ სივრცეში მწვანე საშვის გარეშეც მოხვდებით.  ეს კი  მაშინ,  როცა  ვაქცინაციის ტემპი არ გაუმჯობესებულა. 

ეპიდემიოლოგების ნაწილი  ფიქრობს, რომ  პანდემიის მართვა ხელისუფლებას დიდი ხანია ხელიდან გაექცა. კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით არსებულ პრობლემაზე  საუბრობს მედიკოსთა ნაწილი. მიაჩნიათ, რომ დაგვიანებული კომუნიკაცია შესაძლოა გახდეს ინფიცირებულის დამძიმების მიზეზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში