„ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციას აჭარაშიც დააფუძნებს

19 თებერვალი 2022, 16:14 1457 ნახვა

„ჰილტონთან“ გამართული აქციის პარალელურად, სასტუმროში,“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობდა. ორგანიზაცია დაფუძნდება აჭარაშიც, თუმცა როდის - ჯერ უცნობია. პარტის ლიდერების განცხადებით, დაახლოებით ერთ თვეში ეროვნული კონფერენცია გაიმართება,  აირჩევენ  ცენტრალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გამგეობის წევრებსა და შემდეგ უკვე რეგიონებში გადაინაცვლებენ.

ქალთა ორგანიზაციის შექმნის მიზანსა და გეგმებზე აჭარაში მმართველი პარტიის წევრ და აქტივისტ ქალებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი ესაუბრნენ. ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი