ბიუროს სხდომა პარლამენტში

11 მაისი 2016, 00:00 4806 ნახვა

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება. როგორც  ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა გადაწყვეტილება  პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღეს. უცვლელია არჩევნების თარიღი. ის 8 ოქტომბერს ჩატარდება. გიორგი მარგველაშვილი მთავრობას განკარგულებებს კონტრასიგანციისთვის 8 ივნისს გადაუგზავნის. მე აქვე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებით პრეზიდენტს  უკან დაუბრუნა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი