კოვიდ-19-ის 1243 ახალი შემთხვევა საქართველოში - გარდაიცვალა 25 პაციენტი

12 მარტი 2022, 11:44 923 ნახვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 243 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი.

ამ მონაცემების ჩათვლით, ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 634 686-ს, გამოჯანმრთელდა  1 584 440 პაციენტი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 16 530 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 243 ახალი შემთხვევიდან  აჭარაზე 48 შემთხვევა მოდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში