დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

27 დეკემბერი 2016, 00:00 2468 ნახვა

 აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩხრეკისას, ერთი პირისგან 20 აბი ,,სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“, ასევე ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. მეორე დაკავებულის ჩხრეკისას, კი პოლიციამ ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ,,სუბოქსინი“ ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში