საქართველომ შესაძლოა რუსეთი წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაანაცვლოს

24 მარტი 2022, 11:32 4100 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთი ჩაანაცვლოს.

ბერძნული გამოცემის "Sportsfeed"-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მალე ოფიციალურადაც გახდება ცნობილი. 

FINA-მ რუსეთი და ბელარუსი ყველა ოფიციალურ ტურნირის ჩამოაშორა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კი  რუსეთის მამაკაცთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონტზე საქართველო ჩაანაცვლებს, ხოლო რუსეთის ქალთა ნაკრების ნაცვლად იაპონია იასპარეზებს.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

მსოფლიო პირველობას უნგრეთი  20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს, სადაც 16 საუკეთესო ნაკრები გამოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე წლის თებერვალში  ევროპის ჩემპიონატის საგზური მეხუთედ მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში