აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე - ენტონი ბლინკენი

07 აპრილი 2022, 10:17 857 ნახვა

უკრაინის წინააღმდეგ ამ საშინელი ომის დაწყების შემთხვევაში სამი აუცილებლად გადასადმელი ნაბიჯი განვსაზვრეთ. პირველი, უკრაინელი პარტნიორების დახმარება და ამას ვაკეთებთ. მეორე, უპრეცენდენტო ზეწოლა რუსეთზე და ამას ვაკეთებთ. მესამე, ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვა და ამასაც ვაკეთებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე.

ბლინკენის განცხადებით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები და რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში, კიევი მაინც გაიმარჯვებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში