ნატო თავდაცვის საკითხებში საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც დაეხმარება - იენს სტოლტენბერგი

07 აპრილი 2022, 17:45 1261 ნახვა

ალიანსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მხარდასაჭერად ნაბიჯებს გადადგამს - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"საქართველოსთვის ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით, მათ შორის ისეთ სფეროებში, უსაფთხო კომუნიკაციები და კიბერ-უსაფრთხოება.  ბოსნია-ჰერცოგოვინასთვის კი ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ახალი პაკეტი", - აცხადებს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგის თქმით, ასევე, უკრაინაში გაგზავნიან შესაბამის აღჭურვილობას, რომ ქიმიური, ან ბიოლოგიური თავდასხმისგან თავი დაიცვან.  NATO ასევე გააძლიერებს კიბერუსაფრთხოების საკითხში უკრაინის დახმარებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში