ფადიკო გოგიტიძის ძეგლის დადგმის მოთხოვნა

08 აპრილი 2022, 14:10 839 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტები ინიციატივით  გამოდიან და ითხოვენ  ქობულეთში პირველი ქართველი მფრინავი ქალის ფადიკო გოგიტიძის სახელი რომელიმე ქუჩას ან სკვერს მიენიჭოს და  მისი ბიუსტი დაიდგას. საკითხის ინიცირებისთვის ისინი ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავენ. 

ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ ინიცირების შემთხვევაში საკითხს განიხილავენ და სახელის მისანიჭებლად ქუჩასაც შეარჩევენ. 

პირველი ქართველი მფრინავი ქალი ფადიკო გოგიტიძე ქობულეთში, სოფელ ალამბარში ცხოვრებდა. ის 1940 წლის 20 ოქტომბერს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში