კონსულტაციები საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაზე

14 აპრილი 2022, 15:00 1015 ნახვა

უკრაინიდან მიწვევის მიღებიდან მეექვსე დღეს კონსესუსი შეიძლება ითქვას, მიღწეულია. 

ირკვევა, რომ  საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში საქართველოდან საბოლოოდ ერთი საპარლამენტო დელეგაცია წავა. ახლა ჯერი ოპოზიციაზე, რომელმაც დროულად უნდა დაასახელოს კანდიდატები და შესაბამისად  სია მიაწოდოს მმართველ პარტიას, თანაც დღესვე.   

მანამდე კი ცნობილია, რომ ენმ დელეგაციის შემადგენლობაში არ იქნება, რაზეც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დელეგაციის შემადგენლობა  იდეალურად დალაგდა. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში