საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

15 აპრილი 2022, 10:53 1003 ნახვა

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 496 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.58% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.34%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი - 11, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 555 საიდანაც, 349 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 15, იმერეთში - 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 11, იმერეთში - 7. 2 206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში