მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყურადღებით მოეკიდოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს - კელი დეგნანი 

05 მაისი 2022, 16:28 470 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.

ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებთ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ოფისი კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს.

„ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის მიმართ სრული ნდობა,“- განაცხადა ელჩმა.

სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტია მდგომარეობა მძიმეა. ისინი სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში